აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა

15 Sep 2019

სექტემბრის აკი ბაშოს მერვე დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა შოდაი დაამარცხა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველ ფალავანს ამ დროისთვის ბალანსი 3-5 ზე აქვს და დარჩენილ 7 შეხვედრაში 5 გამარჯვება სჭირდება ოძეკის ტიტულის დასაცავად.

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე დეიმურაზ ჯუღელმა მეხუთე შეხვედრა წააგო . გაგამარუ კაიშოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და ბალანსი 3/5-თან გაუხდა.

logo