ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

10 Sep 2019

აკი ბაშოს მესამე დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის  იორიტაოშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ ფალავანს ბალანსი 1:2-ზე აქვს. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აკი ბაშოს მეოთხე დღეს კომუსუბი აბი იქნება. ლევანს მომავალ მეტოქესთან დადებითი ბალანსი 3:2-ზე აქვს.

დღეს თავისი შეხვედრის მოგება შეძლო თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ  სოკოკურაის დაუპირისპირდა და დოჰიოდან ოშიდაშის ილეთით გაიყვანა . ჯუღელს ბალანსი 2:1 ზე აქვს.

logo