წყლის მაღალი ტემპერატურის გამო, ალასკაზე ორაგულები დაიხოცა

18 Aug 2019

ალასკაზე წყნარი ოკეანის რეგიონში ამ ზაფხულს უპრეცედენტო სიცხე დაფიქსირდა, წყლის ტემპერატურა კი 76 გრადუსამდე ავიდა.

ცხელი წყლის ტალღის არეალში მოექცა ორაგულის რამდენიმე სახეობა; სოკიე, ჩუმი და ვარდისფერი ორაგული. მდინარე  კოიუკუკის ნაპირზე 850 ცალი, 1 მეტრამდე სიგრძის მკვდარი ორაგული გამოირიყა. ექსპერტების ვარაუდით შეიძლება მათი რიცხვი 10 ჯერ გაიზარდოს.

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, მეცნიერები წყალში ეძებდნენ პარაზიტების და ინფექციების ნიშნებს, მაგრამ ვერ იპოვეს და განაცხადეს, რომ: ,,ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ მეცნიერად და მანამდე არასდროს არაფერი გვმსმენია ასეთ თემაზე. თევზებმა ვერ მიიღეს ჟანგბადი და მოკვდნენ მუცელში მყოფი ჯანსაღი კვერცხებით. ისინი არ ატარებდნენ ინფექციის ნიშნებს" - განაცხადეს მეცნიერებმა СNN-თან ინტერვიუში.

რადგანაც ორაგულების სიკვდილიანობა დაემთხვა სითბოს ტალღას, მათ დაასკვნეს, რომ მასობრივი დაღუპვის მიზეზი სითბური სტრესი გახდა.

logo