მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა და ტყეში ხანძრის გაჩენის რისკი - სააგენტოს გაფრთხილება

23 Aug 2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამი სექტემბრის ჩათვლით მთაში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება. ტემპერატურა მაღალმთიან ზონაში 36-38 გრადუსს მიაღწევს.   

სააგენტოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ. 

გარემოს ეროვნული სააგენტო, ინფორმაციას მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაზე (WMO) დაყრდნობით ავრცელებს. 

logo