18 ივნ 2024
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის საყურებლად და საგულშემატკივროდ მონიტორი ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩის ჩვენება გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ადგილზე ლედ მონიტორის მონტაჟი მალე დაიწყება და ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.