დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის ორი მატჩი გაიმართება

29 Jun 2024

ორდღიანი შესვენების შემდეგ დღეს ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში მერვედფინალური ეტაპის მატჩებით განახლდება. პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართება.

ბერლინში შვეიცარიის ნაკრები იტალიას დაუპირიპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

23:00 საათიდან კი მეოთხედფინალური საგზურისთვის დორტმუნდში გერმანიისა და დანიის ეროვნული გუნდები ითამაშებენ.

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

შეგახსენებთ, რომ კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

logo