საქართველო-თურქეთის მატჩს არგენტინელი მსაჯი განსჯის

16 Jun 2024

ევრო 2024-ის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

უეფას გადაწყვეტილებით, ამ შეხვედრაზე არგენტინელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. მთავარი მსაჯი კი 42 წელის ფაკუნდო ტელიო იქნება.

ტელიომ კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მატჩი იმსაჯა.

საქართველო თურქეთის მატჩი 18 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება.

logo