
19 მაისი ორშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება
19 მაისით არაერთი ფაქტი და მოვლენა თარიღდება, მათ შესახებ მოგიყვებით
სპორტის სიახლეებს ტრადიციულად, სეო წილოსანი გაგვაცნობს #რაგბის კლუბი ‘’ბათუმი’’ დიდი 10 -ის, 2024-25 წლების სეზონის გამარჯვებულია. ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მეხუთედ იზეიმეს. როგორია საჩემპიონო ემოციები და როგორ აფასებენ ფინალურ მატჩს? #დილის რადიოს სტუმრები: თენგიზ გოგიბერიძე - უმაღლესი გუნდის დაცვის მწვრთნელი ზურა ფირცხალაიშვილი - მორაგბე
#ტექნოლოგია გზამკვლევად — რუკების ახალი ერა; -ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ #რუბრიკის სტუმარი: თედო გორგოძე, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;
რუბრიკაში „მუზეუმი’ ესპანელი მხატვრის, ფერმწერის, გრაფიკოსისა და სკულპტორის,სალვადორ დალის გამორჩეულ ნამუშევრებზე მოგიყვებით.
#19 მაისი ოჯახის ექიმის მსოფლიო დღეა
#დილის რადიოს სტუმარი: საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორი , ოჯახის ექიმი დალი დავითაძე
#ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ყაზახეთში, თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგება სპექტაკლით ,,ო-ჯახი", რომელიც რეჟისორების - ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის პირველი ერთობლივი ნამუშევარია
#დილის რადიოს სტუმრები: სპექტაკლის რეჟისორი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი - ირაკლი კიკვაძე და მსახიობი - სალომე ცაგურია
#რუბრიკა- რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს კომპოზიტორ ეთერ ჭელიძეს დაეთმობა,, ქალბატონ ეთერს გამორჩეულად უყვარდა ბათუმი და ეს სიყვარული მის შემოქმედებაშიც აისახა რადიო აჭარის ოქროს ფონდი ეთერ ჭელიძის ხმის არაერთ ჩანაწერის ინახავს , დღეს მის ერთ პატარა მოგონებას შემოგთავაზებთ ბათუმზე
# სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიორჩევები“ ინტერიერის დიზაინს ეთმობა . #რუბრიკის სტუმარია ინტერიერის დიზაინერი ნინო ვერძაძე
ამინდის პროგნოზი