
„აკოლადას“ ამ გადაცემაში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სფეროს მუსიკოსებს გაეცნობით. Jörg Halubek მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ორღანისტად, კლავესინისტად და დირიჟორადაა მიჩნეული.იგი მეტად საინტერესო პროექტზე მუშაობს. გადაცემის მეორე ნაწილში კი შეხვდებით Manu Chao-ს, ესპანურ-ბასკური წარმოშობის ფრანგ მუსიკოსს. მისი სოციალური ხასიათის ალბომები და მსოფლიო ჰიტები არა მარტო მუსიკალურ ინდუსტრიაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, არამედ ისინი ხშირად დემონსტრაციებსა და სოციალურ კამპანიებში გამოიყენება.