
„აკოლადას“ ამ გადაცემაში წარმოგიდგენთ ორ შესანიშნავ მუსიკოსს. ერთია, ლეგენდარული სიტარისტის, რავი შანკარის უნიჭიერესი ქალიშვილი, ასევე სიტარისტი და კომპოზიტორი Anoushka Shankar, რომელიც რამდენჯერმე იყო „გრემის“ ჯილდოებზე ნომინირებული. მეორე კი გახლავთ სკანდინავიური ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, შვედი პიანისტი და კომპოზიტორი Esbjörn Svensson, რომელიც 44 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.