“მეტრონომი ანუ ხუთი შეხვედრა და არც არაფერი” - სამზადისი პრემიერისთვის

31 May 2022

წინა საპრემიერო რეპეტიცია გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის "ექსპერიმენტულ სცენაზე".

რამდენიმე დღეში მაყურებელი მერაბ ლებანიძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს ,,მეტრონომი ანუ ხუთი შეხვედრა და არც არაფერ"-ს  იხილავს, პიესა თამარ ბართაიას ეკუთვნის.

სპექტაკლი ქალისა და მამაკაცის ხუთ შეხვედრაზეა, სადაც ერთი შეხედვით მართლაც ,,არც არაფერი ხდება“, მაგრამ, სინამდვილეში, ადამიანური ურთიერთობების მრავალმხრივ ამბავს გადმოგვცემს.

პრემიერა 2 და 3 ივნისს 19 საათზე დაიწყება.

logo