ბათუმში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

19 Apr 2022

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ბათუმში. რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვების ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იმყოფება. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი, საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

logo