18 Jan 2022
ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.
ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.
ძლიერი ღელვის მიუხედავად, ზღვის სანაპიროზე ასობით ადამიანი მივიდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველებიც.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამით ზღვაში შთაფლვა ორგანიზებულად არ განხორციელებულა, თუმცა მრევლს ინდივიდუალურად მოძღვართან ერთად მივიდნენ.