დღეს პატრიარქის დაბადების დღეა

04 Jan 2022

საქართველოს ეკლესიის მეთაური - იუბილარია. “ ქართველნო ერთად ღვთისაკენ“ - ეს პატრიარქ ილია მეორის ერთ-ერთი ცნობილი მოწოდებაა.

ერში ირაკლი შიოლაშვილმა კათოლილკოს-პატრიარქობამდე დიდი და მძიმე გზა განვლო. 24 წლის ასაკში ბერად აღკვეცილი და ილიად წოდებული, სასულიერო მოღვაწეობის გარკვეულ პერიოდს ბათუმში ატარებს.

მის სახელს უკავშირდება არაერთი ეკლესია-მონასტრის აღდგენა, მრევლის და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, სასულიერო აკადემიის დაარსება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიოსთვის უფრო ახლოს გაცნობა, არაერთი საერთაშორისო საეკლესიო კონფერენცია და საერთაშორისო კონტაქტების ზრდა.

logo