წყლის სისტემის რეაბილიტაცია

09 May 2016

2017 წლის ბოლოს სოფელ ჩაისუბანს სასმელი წყლის ახალი სისტემა ექნება. პრობლემა სისტემის მოწესრიგების შემდეგ 1000 -მდე ოჯახს უნდა მოეხსნას. პროექტის განხორციელებისთვის  3 მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი. სოფელ ჩაისუბანში  ასევე მიმდინარეობს  შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობაც.  სოფელში მიმდინარე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

logo