დაზარალებული მოსახლეობა

06 May 2016

სოფელ კირნათში, მდინარე ჭოროხში მოვარდნილმა წყლის უხვმა ნაკადმა მოსახლეობის ნათესები დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ  კარტოფილის ნარგავები დააზიანა და საძოვრებიდან საქონელიც გაიტაცა. როგორც მოსახლეობა ამბობს, წყალი საქართველო- თურქეთის საზღვართან, დერინერის კაშხლიდან გამოუშვეს და მოსახლეობა არ გააფრთხილეს. მათივე ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევეა. ადგილობრივების ინფორმაციით, გასულ წელს ადამიანი დაიღუპა.

logo