15 Nov 2016
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების კიდევ უფრო შემცირებას და სარეზერვო ფონდში თანხის მოცულობის გაზრდას ითხოვენ. ისინი დასაბუთებას მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი თანხების გაზრდასთან დაკავშირებითაც მოითხოვენ. ეკონომიკის მინისტრი ბიუჯეტის პროექტში კორექტირების შეტანას, შენიშვნების საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ გეგემავს.