ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

14 Jun 2021

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი იყო.  

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია და მის შედეგად არავინ დაშავებულა.

logo