08 აპრ 2021
ეპიდვითარების შეფასებით დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა, შესაბამისად მკაცრი შემზღუდავი რეგულაციების დაწესება.
მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და სოციალური ღონისძიებების გამართვისგან თავშეკავება ურჩია.