24 სექ 2020
აჭარა აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში შეზღუდვების რეჟიმში ბრუნდება. ისევ დაბრუნდა სლოგანი „დარჩი სახლში“-რომლითაც უფრო ხანდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებენ. სასწავლო პროცესი სკოლებში 1 ოქტომბრიდან მხოლოდ აჭარაში არ განახლდება. იქ სადაც განახლდა, მშობლებს არჩევანის უფლება აქვთ, შეუძლიათ შვილები სკოლაში არ წაიყვანონ და გაკვეთილებს ისევ ონლაინ ფორმატში დაესწრნონ.