ქობულეთში, სოფელ დაგვის მოსახლეობა საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითხოვს

23 Jul 2020

ქობულეთში,  სოფელ დაგვის მოსახლეობა საავტომობილო  გზის მოწესრიგებას ითხოვს.  ე.წ-ული ,,მე-6 ბრიგადის“  დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ  უგზოობა წლებია აწუხებთ , რამდენჯერმე მიმართეს ქობულეთის მერიასაც,  თუმცა თვითმმართველობაში მხოლოდ დაპირებით შემოიფარგლნენ. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ  დაზიანებული გზის აღნიშნულ მონაკვეთზე წელს ბეტონის საფარს დააგებენ, მანამდე კი არსებულ გრუნტს დაამუშავებენ.

logo