ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

09 Jul 2020

ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 17 წლის ახალგაზრდა კაცი, 21:55 საათზე  მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობით კლინიკაში შეიყვანა.

''17 წლის მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა კლინიკაში. მას მუცლის წინა კედელზე ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და იმყოფება პოსტოპერაციული განყოფილების პალატაში'' - აცხადებს ექიმი.

შსს-მ გამოძიება სსრკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

logo