მიკროავტობუსების შეცვლილი გრაფიკი

19 Jun 2020

არასაკმარისი და შეცვლილი გრაფიკით მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზე საუბრობენ მოქალაქეები  ქობულეთში. მათი ინფორმაციით, საღამოს 7-საათიადან მიკროავტობუსებს შორის ინტერვალი 40 წუთი გახდა.  

შპს ,,ქობულეთის ტრანს რეგულირების“ სამსახურში აცხადებენ, რომ გრაფიკის შეცვლის მიზეზი პანდემიის გამო მგზავრთა შემცირებული რაოდენობაა. ამ ეტაპზე არ გაზრდილა მგზავრობის საფასური.

logo