ჰოლანდიელი ტურისტი ადიდებულ მდინარეში ჩავარდა

29 Sep 2016

ათი  საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ  მახუნცეთში დაკარგულ ჰოლანდიელ მამაკაცს. თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე აჭარის წყალში,  თვითმხილველების  თქმით, მამაკაცი ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო  5 ერთეული სახანძრო სამაშველო ტექნიკა 40 მაშველით. წყალზე სამაშველო სამუშაოებს აწარმოებდა  ბათუმის წყალზე მყვინთავები. სამძებრო სამუშაოები ერთი საათის წინ შეწყდა და   ხვალ დილით განახლდება. გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

logo