ქობულეთის კოლეჯში დისტანციური სწავლება არ დაწყებულა

07 May 2020

ქობულეთის კოლეჯ „ახალი ტალღაში“ დისტანციური ონლაინ სწავლება არ დაწყებულა. ამ დროისთვის  სასწავლებელში  პედაგოგების გადამზადება და ახალი მოდულების შექმნა და დამუშავება მიმდინარეობს.  

ქობულეთის კოლეჯში ამ დროისთვის, 42-პროფესიული პროგრამაა შეჩერებული. როგორც პროფესიული კოლეჯის დირექტორი აცხადებს, პროფსასწავლებელში სწავლება სპეციფიკურია, მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასაც. ამ დროისთვის ონლაინ სწავლებაში მონაწილეობისთვის  სტუდენტების გამოკითხვა მიმდინარეობს.

logo