თვითნებურად შესახლებულებს ელექტროენერგიის გადასახადი მერიამ დაუფარა

04 May 2020

ელექტროენერგიის გადასახადის პრობლემა ჰქონდათ  ქობულეთში აბაშიძის ქუჩაზე სკოლის შენობაში შესახლებულებს,თუმცა ჩვენი მაუწყებლის ეთერში მათი პრობლემის გაშუქების შემდეგ, ქობულეთის მერიამ მათ დავალიანება დაუფარა. თვითნებურად შესახლებულების თქმით, უმძიმესი სოციალური პირობები აქვთ და ვერ შეძლებდნენ გადასახადების  გადახდას. 8 ოჯახი საერთო მრიცხველით სარგებლობს.

logo