ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე საყოველთაო თერმოსკრინინგი დაიწყო

17 Apr 2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე საყოველთაო თერმოსკრინინგი დაიწყო.  პროცესში  10 მედიკოსი მონაწილეობს. ისინი მოსახლეობას  ტემპერატურას უზომავენ, საეჭვო სიმპტომების  შემთხვევაში  ინფორმაციას შესაბამის  სამსახურებს აწვდიან. ამ დროისთვის თერმოსკრინინგი 3146-პირს ჩაუტარდა. მათგან ოთხი საყურადღებო შემთხვევა დაფიქსირდა. 

logo