მომდევნო ორი ბაშოს თარიღი შეიცვალა

10 Apr 2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, იაპონიის სუმოს ასოციაციამ კალენდარში მცირე ცვლილებები შეიტანა. მაისის ბაშომ ორი კვირით გადაიწია და 10 მაისის ნაცვლად, 24 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. მაგრამ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა კიდევ გადაიწიოს.

ასევე, ორი კვირით გადაიდო ივლისის ბაშოს დაწყებაც, რომლიც 19 ივლისს აიღებს სტარტს და 2 აგვისტოს დასრულდება.

იაპონიის სუმოს ასოციაცია ახალ რეიტინგს (ბანძუკე) 27 აპრილს გამოაქვეყნებს.

ბოლო მარტის ბაშო ოსაკაში მაყურებლის გარეშე ჩატარდა, სადაც ლევანი მე-9 მაეგაშირა წოდებით გამოვიდა და უარყოფითი 6-9 ბალანსი დააფიქსირა.

logo