ბათუმის შემდეგ სოციალური სასადილო დაიკეტა ქობულეთშიც

06 Apr 2020

ბათუმის შემდეგ სოციალური სასადილო დაიკეტა ქობულეთშიც. მომსახურებით  280-ბენეფიციარი  ვეღარ ისარგებლებს.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ  დასახმარებლად, 14-ათასი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან. მერიის ინფორმაციით,   თანხა მოხმარდა სოციალური კალათის შეძენას, რომელიც  ბენეფიციარს სახლებში მიუტანენ. ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ბენეფიციარების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

logo