ოზონის ფენა გამოჯანმრთელდა და გამანადგურებელი ნივთიერებების წარმოქმნა შეწყვიტა

26 Mar 2020

ანტარქტიდის თავზე ოზონის ფენა უკვე იმდენად გამოჯანმრთელდა, რომ შეჩერებულია სამხრეთ ნახევარსფეროს ატმოსფეროში მიმდინარე მრავალი შემაშფოთებელი ცვლილებები. მეცნიერები ამისთვის მადლობას მთელ მსოფლიოს უხდიან. მკვლევარების ინფორმაციით ჭავლური ნაკადის სამხრეთით მიგრაცია შეჩერდა, და ცოტათი უკუიქცა კიდეც, რაც მათი თქმით ძალიან სასიხარულო ამბავია.

მეცნიერების კვლევის მიხედვით კი, ამ პროცესის შეჩერების მიზეზი 1987 წელს მიღებული მონრეალის ხელშეკრულება გახლდათ. რომლის მიზანიც, ოზონის გამანადგურებელი ნივთიერებების წარმოების შეწყვეტა იყო.

პლანეტის პოლუსების თავზე, ძალიან მაღლა, ბრუნავს ჰაერის სწრაფი დინებები, რომლებსაც ჭავლურ ნაკადებს უწოდებენ. 21-ე საუკუნის დადგომამდე, სამხრეთ პოლუსის თავზე ოზონი გამოილია და იქაური ჭავლური ნაკადი უჩვეულოდ სამხრეთით გადასწია. შედეგად, შეიცვალა ნალექების მახასიათებლები და ოკეანის დინებები.

კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოძრაობის ასეთი შეჩერება მხოლოდ ქარებში მომხდარი ბუნებრივი ძვრების შედეგი არ ყოფილა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მსოფლიოში ფრენები შეჩერებულია და ატმოსფერო გამონაბოლქვისაგან დროებით დაცულია.

ჭავლური ნაკადის ცვლილების გავლენა ძალიან დიდი იყო სამხრეთ ნახევარსფეროზე. მაგალითად, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებთან შემცირდა ნალექების რაოდენობა და გაიზარდა გვალვების რისკი.თუ ტენდენცია საპირისპიროდ აღმოჩნდება, შესაძლოა წვიმები ისევ დაბრუნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოზონის გამანადგურებელი ნივთიერებების წარმოების შეწყვეტის შედეგად ფენას აღდგენის საშუალება მიეცა, ატმოსფეროში მაინც საგანგაშო მდგომარეობა იქმნება, რადგან საგრძნობლად იზრდება ნახშირორჟანგის დონე რაც მთელ პროგრესს რისკის ქვეშ აყენებს.

logo