ბათუმის ტაძრის ეზოებში მრევლს შორის დისტანციის ნიშნულები დამონტაჟდა

24 Mar 2020

ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის რეკომენდაციებს მიხედვით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრის ეზოებში დაიდგა დისტანციის ნიშნულები, რომლებიც ერთმანეთისგან 1.5 მეტრით არის დაშორებული.

ასევე ტაძრებში დამონტაჟდა მიკროფონები; მღვდელთან,მგალობლებთან და მედავითნესთან, რისი საშუალებითაც, მრევლს მსახურების მოსმენა ტაძრის ეზოში შეეძლებათ. 

ფოტოზე ნაჩვენებია; ბონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და ტბელ აბუსელიძის სახელობის ტაძარი.

შეგახსენებთ; კორონავირუსის გამო ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

 

logo