საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამ პაციენტს დაუდასტურდა

24 Mar 2020

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებ გვერდზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამჟამინდელი მონაცემებით; გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4055 რჩება.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  - 252 ადამიანია.

შეგახსენებთ: კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასევე ქვეყნის 2 ქალაქში მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. 

logo