თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა

23 Mar 2020

თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა, საქართველო მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს იტალიას, კორონავირუსთან ბრძოლაში.

"საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების"!- ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი იტალიელებს უგზავნის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, იტალიაში სულ კორონავირუსით დაინფიცირების 53 578 შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულია კი, 4 827 ადამიანია.

logo