ცხელ კვალზე დააკავეს პირი, რომელმაც ქუჩაში კაცი დაჭრა

21 თებ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. 

დაჭრილი კაცი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

logo