მოსწავლეებმა ქედაში სოფლის გზაზე შველი შენიშნეს

18 Feb 2020

ქედაში, სოფელ გეგელიძეებში მასწავლებელმა სკოლისკენ მიმავალ გზაზე შველი შენიშნა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ის ჯერ დათოვლილ გზაზე შენიშნეს,  ადამიანის დანახვაზე კი დაფრთხა და გზიდან ბოსტნისკენ გაიქცა.

ფოტოები აჭარის მაუწყებელს პედაგოგმა რუსიკო ნიჟარაძემ მიაწოდა. 

logo