მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა

24 Jan 2020

მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა დაბაში 70-სმ გადააჭარბა, მაღალი ზონის სოფლებში კი ერთ მეტრს. გაწმენდითი სამუშაოები სოფლების მიმართულებით  ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.

კურორტ გოდერძზე მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,  სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა  შესაძლებელია.

შეფერხებებია ენერგომონმარაგებაშიც.  ტრანსფორმატორის დაზიანების გამო, ხულოში დეკანაშვილების თემში შუქი არ მიეწოდება 800-მდე აბონენტს.

რამდენიმე სკოლაში სკოლაში პროცესი შეწყდა. მიზეზი მოსწავლეების დაბალი სწრებადობაა. 

 

logo