ხვალ კურორტ გოდერძზე ინტენსიურად ითოვებს

21 Jan 2020

ხვალ, 22 იანვარს აჭარაში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში ძლიერად ითოვებს.

ინტენსიური თოვლია მოსალოდნელი გომარდულსა და გოდერძის უღელტეხილზე.

კონკრეტულად 22 იანვარს

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ძლიერი ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +7 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +5

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 0-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +4

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2 დღისით +1

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +4

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი, ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -8 დღისით -5

 

 

ფოტო: Wild horn

logo