ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს მოიგო - გორგაძემ უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა

20 Jan 2020

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ, ჰაცუ ბაშოს მეცხრე ტურში აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ტამავაში დაამარცხა, მეოთხე ქულა აიღო და მოგება-წაგებების უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

მეათე ტურის შეხვედრები 21 იანვარს გაიმართება და ქართველი სეკიტორის მეტოქე სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული ოთხი ბრძოლიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.

logo