ქობულეთში ხანძარი ჯერ ვერ ჩააქრეს - ადგილზე 4 ბრიგადა მუშაობს 

26 Dec 2019

ამ დრომდე ხანძარს ებრძვიან ქობულეთში, სოფელ ჭახათში, სადაც ცეცხლი ხმელ ფოთლებს და ეკალ-ბარდს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე 4  ბრიგადა მუშაობს. ხანძარი დასახლებული პუნქტისგან შორსაა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - ახალსოფელსა და ჭახათში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მეხანძრე მაშველებს ჩაქვის და ბათუმის  ბრიგადების დამატება დასჭირდათ. ცეცხლის ჩაქრობას ქარიანი ამინდი და გაძნელებული ხილვადობა ართულებდა. უკვე დამწვარია 200 ჰექტარი მიწა.

 

logo