10 Sep 2016
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელვაჩაურის გამგეობას. საკრებულოს დეპუტატ მიშა ბოლქვაძის განცხადებით ხელვაჩაურის გამგებელი თანამშრომლებთან ერთად ამომრჩეველს სამუშაო საათებში ხვდება. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და საპირისპიროს აცხადებს ხელვაჩაურის გამგებელი.