26 Nov 2019
დანიური სტარტაპი Trefecta-ს ახალი პროდუქტი ელექტრო ველოსიპედია, რომელიც უმძლავრესი ძრავით და ბატარეით გამოირჩევა.
აკუმულატორი საშუალებას იძლევა, ველოსიპედმა დამუხტვის შემდეგ 200 კილომეტრი გაიაროს. ინჟინრები ირწმუნებიან, რომ ახალი მოდელი იდეალური იქნება რთული რელიეფზე სამოძრაოდ.
კომპანიამ ველოსიპედი სამხედროებისათვის დაამზადა, თუმცა მისი შეძენა სამოქალაქო პირებსაც შეუძლიათ.
Trefecta-ს ელექტრო ველოსიპედი უკვე გამოსცადეს სამშვიდობო მისიის დროს დანიელმა სამხედროებმა ის უკვე გამოსცადეს და უახლოეს დროს ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გამოჩნდეს.
მოდელის მინიმალური ღირებულება 7 740 დოლარია, ყველაზე მძლავრი ვერსია კი 9 470 დოლარი ღირს.