ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომობილი მეორეს ძრავის საფარზე ავარდა

22 Nov 2019

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში  აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ  ცენტრში გამოძახება არ დაფიქსირებულა, თუმცა მოძრავი ჯგუფი ავარიას ადგილზე შეესწრო.  მათივე ინფორმაციით, ადგილზე მოქალაქეებმა მედიკოსებს უთხრეს, რომ  ექიმების დახმარება არ სჭირდებოდათ.

შშს-მ გამოძიება სსრკ-ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

logo