ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს

21 ნოე 2019

ცოტა ხნის წინ,  კანცელარიის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა და აქტივისტებმა თქვეს, რომ სახელმწიფო უწყებებს ეტაპობრივად დააბოქლომებენ. 

''გასაღები ვის, გასაღები ხალხს, ჩვენ არ გავჩერდებით'' - თქვა გიორგი ვასაძემ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება. 

''მონებო'' - სკანდირებენ აქტივისტები.

სამართალდამცველები ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ ჭიშკრის იმ ნაწილზე, რომელიც არ იღებოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

logo