მდედრი და მამრი ჯიხვი ლაგოდეხის ეროვნული პარკიდან

06 Nov 2019

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა მდედრი და მამრი ჯიხვი დააფიქსირა.

ჯიხვი დიდი კავკასიონის ენდემია. მამრებს დიდი ზომის სპირალურად დახვეული რქები ეზრდებათ, მდედრები კი ტანად უფრო პატარები არიან.

მათ ნოემბერ-დეკემბერში დაწყვილების პერიოდი აქვთ.

ვიდეო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

logo