ვინ ემუქრება მედიას, პრეზიდენტს და სასამართლოს? - შსს გამოძიება დაიწყო

01 Nov 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გუშინ, 31 ოქტომბერს, სხვადასხვა მედიასაშუალების ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლების პირველი ნაწილით.

 "მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება", - აცხადებენ შსს.

გუშინ, რამდენიმე მედიასაშუალებამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა, ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. აღნიშნულ წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი  3 დღის ვადაში  ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.

წერილში უცნობი პირი 28 ოქტომბრის კიბერთავდასხმას თავის თავზე იღებს.

logo