სხდომა უმაღლეს საბჭოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის  ფონზე ჩატარდა

25 Oct 2019

სხდომა უმაღლეს საბჭოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის  ფონზე ჩატარდა.  ოპოზიცია სხდომას არ დასწრებია. გია დიასამიძის განცხადებით ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა , რომ პროცესები ოპოზიციის ჩართულობის გარეშე წარმართულიყო, რადგან მისი თქმით,  ისინი არ მონაწილეობდნენ არც  კომისიის წევრების შერჩევაში.  

ნაციონალური მოძრაობა მრჩეველთა საბჭოს  კანდიდატებს,რომლებსაც  ორშაბათს უნდა გასაუბრებოდნენ აღარ შეხვდებიან . ჯერ არ იციან დაასახელებენ თუ არა  რომელიმე კანდიდატს,  თუ მოითხოვენ კომისიის ხელახლა დაკომპლექტებას . ამასთან დაკავშირებით პარტიაში სავარაუდოდ  კიდევ ერთი  ბრიფინგი მომავალ კვირას ჩაინიშნება

logo