ხელვაჩაურში ნატოში გაწევრიანებაზე, ანტიდასავლური პროპაგანდასა და ტერიტორიების დაბრუნების გზებზე ისაუბრეს

11 Oct 2019

ნატოს დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში. პროექტის ორგანიზატორებმა ისაუბრეს ნატოს როგორც სამხედრო ალიანსის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა: ნატოს, მე-5 მუხლის მნიშვნელობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზები და ნატოში გაწევრიანების რეალური სტრატეგია.

ნატოს დღეების ფარგლებში, აჭარის რეგიონში, მე-5 შეხვედრა ტარდება, რომლის მიზანს ადამიანების ცნობიერების ამაღლება და ნატოს როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობის  გააზრებას წარმოადგენს.

ნატოს დღეები, 30-31 ოქტომბერს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.

 

logo