07 Oct 2019
ორი დღის წინ მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში ამოყრილი ფილების ჩალაგების ნაცვლად კომპანიამ ცარიელი ადგილი მოაასფალტა. მას შემდეგ რაც ჩაბეტონებული ფილები ჩვენი გადამღები ჯგუფის ობიექტივში მოხვდა, ბეტონის საფარი გადათხარეს და იქ ისევ ფილების ჩალაგება დაიწყეს. მსგავსად მოასფალტებულია ფილები რამდენიმე მეტრში ისევ თავდადებულის ქუჩაზე. ასევე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა დაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად ახლო პერიოდში ისევ გადათხარეს.