''კლასიკური კოპროდუქცია'' - პრემიერა დრამატულ თეატრში

03 Oct 2019

პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში. პოლონეთის ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცის თეატრმა ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ,,კლასიკური კოპროდუქცია’’ წარადგინა.

რეჟისორმა იაცეკ გლომბიამ პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის - ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შექმნა.

სპექტაკლის ფინანსური მხარდამჭერი  ქვედა- სილეზიის თვითმმართველობა და აჭარის განათლების სამინისტროა.

logo