ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორის გამოკითხვა პროკურატურაში

02 ოქტ 2019

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი  და დამფუძნებელი პროკურატურაში იმყოფება. ზუკა გუმბარიძე „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდზეა დაბარებული.

საქმე ეხება პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  4 წლის წინ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერმედია პლუსთან“, რომლის მფლობელთა შორისაა გუმბარიძე.  

ფორმულას ჟურნალისტები საქმეზე გამოძიების დაწყებას ზეწოლად აფასებენ.

logo